იცით გონალ-F-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გონალ-F-ის გვერდითი მოვლენებია:  ენდოკრინული და გინეკოლოგიური სტატუსის მხრივ: პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება, რომლის პირველი სიმპტომებია მუცლის ქვედა არეში ტკივილის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება; შედარებით მძიმე შემთხვევების დროს აღინიშნება საკვერცხეების ზომაში მომატება, საკვერცხეების კისტის წარმოქმნა, ასციტი, ჰიდროთორაქსი, თრომბოემბოლია. პრეპარატის მიღებისას ქალებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფალოპის მილების დაავადება ანამნეზში, არსებობს საშვილოსნოს გარე ორსულობის შესაძლებლობის საფრთხე. პრეპარატის შეყვანისას შესაძლებელია ისეთი ადგილობრივი რეაქციების განვითარება,როგორიცაა ტკივილის შეგრძნება და ჰიპერემია ინექციის ადგილას, ართრალგია და ცხელება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები