იცით გრასალვას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გრასალვას გვერდითი მოვლენებია: ონკოლოგიური პაციენტები ფილგრასტიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას ხშირად ვლინდება ძვლების და კუნთების ტკივილი. როგორც წესი იგი სუსტად ან ზომირად არის გამოხატული (10%), თუმცა ზოგჯერ შესაძლებელია იყოს საკმაოდ მძიმე (3%) და უმეტეს შემთხვევებში მცირდება ანალგეტიკების მიღების საშუალებით. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება შარდვის დარღვევა (ძირითად მსუბუქი ან ზომიერი დიზურია). რანდომიზირებული პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევებიდან გამოვლინდა, რომ ციტოტოქსიკური ქიმიოთერაპიის მიღებისას ფილგრასტიმი არ ზრდიდა გვერდითი მოვლენები: ს სიხშირეს. გვერდითი ეფექტები ერთნაირი სიხშირით აღინიშნება როგორც ფილგასტრიმი/ქიმიოთერაპიის ასევე პლაცებო/ქიმიოთერაპიის დროსაც. ასეთი გვერდითი მოვლენები: ა გულისრევა, ღებინება, ალოპეცია, დიარეა, მოდუნება, საერთო სისუსტე, ანორექსია, ლორწოვანი გარსების ანთება, თავის ტკივილი, ხველა, გამონაყარი, ტკივილი მკერდის უკან, ყელის ტკივილი, ყაბზობა და არასპეციფიური ტკივილი (დიაგნოზის მითითების გარეშე). ფილგასტრიმის რეკომენდირებული დოზების გამოყენებისას გამოვლინდა ლაქტატდეჰიდროგენაზას, ტუტე ფოსფატაზას, შრატის შარდმჟავას და გამა-გლუტამილტრანსფერაზას კონცენტრაციის შექცევადი, დოზა-დამოკიდეული და სუსტად ან ზომიერად გამოხატული მომატება პაციენტთა 50%, 35%, 25% და 10%-ში შესაბამისად. იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს არტერიული წნევის გარდამავალი დაქვეითება, რაც არ საჭიროებს მკურნალობას. ზოგჯერ ქიმიოთერაპიის მაღალი დოზების მიღებისას, რასაც შემდგომში მოჰყვებოდა ძვლის ტვინის აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, გამოვლინდა სისხლძარღვოვანი დაზიანებები, მაგალითად ვენო-ოკლუზიური დაავადებები და წყლის მიმოცლის დარღვევა. აღნიშნული მოვლენების განვითარებასა და ფილგრასტიმის მიღებას შორის კავშირი დადგენილი არ არის. იშვიათ შემთხვევებში ფილგასტრიმის მიღებისას გამოვლინდა გამონაყარი, რომლის მექანიზმიც უცნობია. აგრეთვე გამოვლინდა სვიტის სინდრომის შემთხვევები (მწვავე ფებრილური ნეიტროფილური დერმატოზი). აღნიშნულ მოვლენებს და ფილგასტრიმის მიღებას შორის კავშირი არ არის დადგენილი, რადგან პაციენტთა უმეტესი ნაწილი იყო ლეიკოზით დაავადებული ადამიანები, ხოლო ამ დაავადებისთვის დამახასიათებელია სვიტის სინდრომის განვითარება. ცალკეულ შემთხვევებში გამოვლინდა რევმატიული ართრიტის გამწვავება.  ზოგიერთ პაციენტში გამოვლინდა ფილტვის ინფილტრატის განვითარება, რაც იწვევდა ფილტვის უკმარისობას ან დიდების რესპირატორულ დისტრესს სინდრომს. აღნიშნულმა მოვლენებმა საბოლოოდ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი. აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ ალერგიული ტიპის რეაქციებზე, ამათგან დაახლოებით ნახევარი გამოვლინდა პირველი დოზის შეყვანისას. ასეთი რეაქციები ჩვეულებრივ ვლინდება ინტრავენური ინფუზიის შემდეგ. ზოგჯერ მკურნალობის განახლებას თან ახლდა სიმპტომების რეციდივი. მქნ-ს მქონე პაციენტები: ფილგრასტიმტან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს ძვლების ტკივილი, რაც ზოგჯერ კომბინირებულია კუნთების ტკივილთან ერთად. სხვა გვერდით მოვლენებს წარმოადგენს ელენთის გადიდება (რაც შესაძლებელია პროგრესირდეს პაციენტთა მცირე რაოდენობაში) და აგრეთვე თრომბოციტოპენა. აღწერილია, რომ ფილგრასტიმის მკურნალობის დაწყებიდან ცოტა ხანში პაციენტთა 10% განუვითარდა თავის ტკივილი და დიარეა. მკურნალობის შემდეგ ასეთივე სიხშირით გამოვლინდა ანემია და ცხვირიდან სისხლდენა. გამოვლინდა შრატის შარდმჟავას, ლაქტატდეჰიდროგენაზას და ტუტე ფოსფატაზას კონცენტრაციის გარდამავალი და კლინიკურად უსიმპტომო მომატება, ხოლო სისხლში მოსალოდნელია გლუკოზის დონის გარდამავალი დაქვეითება ჭამის შემდეგ. ფილგრასტიმის მკურნალობასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები: , რაც ვლინდება მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში არის ადგილობრივი რეაქციები, თავის ტკივილი, ღვიძლის გადიდება, სახსრების ტკივილი, ალოპეცია, ოსტეოპოროზი და გამონაყარი. მქნ-ს მქონე პაციენტთა 2%-ში გამოვლინდა კანის ვასკულიტი, ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში პროტეინურია და ჰემატურია. მქნ-ს მქონე პაციენტებში აღნიშნული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე მცირდება დროსთან ერთად. შიდსით ინფიცირებულები: კლინიკური კვლევებით დადასტურებულია, რომ სავარაუდოთ ფილგრასტიმთან დაკავშირებულ ყველაზე ხშირ გვერდით მოვლენას წარმოადგენს კუნთების და ძვლების ტკივილი, რაც როგორც წესი არის სუსტად ან ზომიერად გამოხატული. სიმპტომები ისეთივე სიხშირით ვლინდება, როგორც ონკოლოგიურ პაციენტებში. 3%-ზე უფრო ნაკლებ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ ფილგასტრიმით, გამოვლინდა ელენთის მცირე ან ზომიერი გადიდება, რაც ჩვეულებრივ ხასიათდებოდა კეთილსაიმედო კლინიკური მიმდინარებით; ჰიპერსპლენიზმი და სპლენექტომია არ გამოვლენილა არც ერთ შემთხვევაში. ჩვეულებრივ შიდსით ინფიცირებულ პაციენტებს გადიდებული აქვთ ელენთა, თუმცა კავშირი აღნიშნულ მოვლენას და ფილგრასტიმის მიღებას შორის გარკვეული არ არის. ჯანმრთელ დონორებში სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) მობილიზაციისას  სისხლის პერიფერიული ღეროვანი უჯრედების (სპღუ) ჯანმრთელ დონორებში ფილგასტრიმის მიღებისას ყველაზე ხშირად ვითარდებოდა სუსტად ან ზომიერად გამოხატული ძვლების და კუნთების ტკივილი. დონორთა 41%-ში გამოვლინდა ლეიკოციტოზი (> 50x 109/ ლ), ხოლო 35%-ში კი – ფილგასტრიმის და ლეიკოფერეზის ჩატარების შემდეგ გამოვლინდა გარდამავალი თრომბოციტოპენია (თრომბოციტების რაოდენობა < 100 x 109/ ლ). ცალკეულ შემთხვევებში დონორებს გამოუვლინდათ ტუტე ფოსფატაზის, ლაქტატდეჰიდროგენაზის, ასპარტატ-ამინოტრანსფერაზის და შარდოვანას კონცენტრაციის კლინიკურად უსიმპტომო მომატება. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ართრიტის სიმპტომების გამწვავება, ხოლო ძალიან იშვიათად კი – მძიმე ალერგიული რეაქციები.  სპღუ-ს დონორებში გამოვლენილი თავის ტკივილი სავარაუდოდ დაკავშირებულია ფილგასტრიმის მიღებასთან. ერთეულ შემთხვევებში სპღუ-ს ჯანმრთელ დონორებში, რომლებიც ღებულობდნენ კოლონიის მასტიმულირებელ ფაქტორს, განვითარდა ელენთის გასკდომა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები