იცით გროპრინოსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

გროპრინოსინის  გვერდითი მოვლენებია:  პრეპარატი, როგორც წესი, კარგად გადაიტანება, ხანგრძლივი გამოყენების დროსაც კი. ყველა გვერდითი ეფექტი სწრაფად ქრება პრეპარატის მოხსნის შემდეგ და არ საჭიროებს დამატებით მკურნალობას. თირკმელების ნორმალური ფუნქციონირებისას პრეპარატის მიღების პროცესში შეიძლება სისხლში და შარდში შარდმჟავას დონის უმნიშვნელო მომატება (თუმცა ნორმის ფარგლებში). ხშირად აღნიშნული არასასურველი რეაქციები (> 1%), გამოვლენილი კლინიკური კვლევების დროს, რომლებიც გრძელდებოდა 3 თვე და მეტი და აღწერილია პოსტმარკეტინგული კვლევების ანგარიშებში: – საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მადის დაქვეითება, გულისრევა, ზოგჯერ ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში. – ღვიძლის მხრივ: ამინოტრანსფერაზების აქტივობის, ტუტე ფოსფატაზას და კარბამიდური აზოტის მომატება. – კანის მხრივ: ქავილი, გამონაყარი. – ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი და თავბრუსხვევა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა. – სხვა რეაქციები: ტკივილი სახსრებში. იშვიათად აღნიშნული არასასურველი რეაქციები(< 1%): – საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ყაბზობა. – ნერვული სისტემის მხრივ: ნევროზულობა, ძილიანობა ან უძილობა. – შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: პოლიურია (შარდის მოცულობის მომატება) – ალერგიული რეაქციები: ლაქოვან-პაპილური გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები