იცით დეზამინოოქსიტოცინს რა უკუჩვენებები აქვს?

დეზამინოოქსიტოცინის უკუჩვენებებია: დემოქსიტოცინის მიღება უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:  – დემოქსიტოცინის ან პრეპარატის სხვა რაიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა  – პრეეკლამფსიური ტოქსემია – II-III ხარისხის გულის უკმარისობა – არტერიული ჰიპერტენზია – ნაყოფისა და მენჯის ზომების შეუსაბამობა, ნაყოფის ანომალიური მდგომარეობა, საშვილოსნოს დიდი ზომები (მრავალნაყოფიანი ორსულობა, მრავალწყლიანობა), საშვილოსნოს კედელზე ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა (მათ შორის საკეისრო კვეთის შედეგად) – ნეფროპათია,  – პლაცენტის ნაადრევი მოცილება, საშვილოსნოს ჰიპერტონუსი, საშვილოსნოს ჩახევის საშიშროება, პლაცენტის ან ჭიპლარის სისხლძარღვების წინამდებარეობა, ნაყოფის საშვილოსნოსშიდა სიკვდილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები