იცით დემანტინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დემანტინის გვერდითი მოვლენებია: მემანტინით მკურნალობისას საშუალო და მძიმე დემენციის მქონე პაციენტში გვერდითი ეფექტების სიხშირე პრაქტიკულად არ განსხვავდება პლაცებოსგან  და აღნიშნული გვერდითი მოვლენები: , როგორც წესი არის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის. მემანტინის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (>4%): ჩასასმელია ცხრილი  მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია (1-10% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): ჰალუცინაციები, გონების დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და სისუსტე. მემანტინის გამოყენებისას გამოვლენილი ყველაზე არახშირი გვერდითი ეფექტებია (0.1-1% ფარგლებში და პლაცებოსთან შედარებით უფრო ხშირი): აღგზნებულობა, ჰიპერტონია, გულისრევა, ცისტიტი და ლიბიდოს გაძლიერება. გულყრები აღინიშნა ძირითადად იმ პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ჰქონდათ კონვულსიები და ეპილეფსიისადმი განწყობა. არასასურველი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები