იცით დეტრუზიტოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დეტრუზიტოლის გვერდითი მოვლენებია:  მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ანტიქოლინერგული მოვლენები, როგორიცაა: პირის სიმშრალე, დისპეფსია და ცრემლის გამოყოფის დაქვეითება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრალურ მიდამოში, მეტეროიზმი, ღებინება. საერთო: თავის ტკივილი. მხედველობის მხრივ: ქსეროფტალმია (თვალების სიმშრალე). კანის მხრივ: კანის სიმშრალე. ცნს-ის მხრივ: ძილიანობა, ნევროზული მდგომარეობა, პარესთეზიები. შედარებით იშვიათად: აკომოდაციის დარღვევა.; საერთო: ტკივილი გულმკერდის არეში. იშვიათად: ალერგიული რეაქციები. შარდის გამომყოფი ორგანოების მხრივ: შარდვის გაძნელება. ცნს-ის მხრივ: ცნობიერების დარღვევა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები