იცით დექსტს რა უკუჩვენებები აქვს?

დექსტის უკუჩვენებებია:  დექსტის ხანმოკლე გამოყენებისას ერთადერთი უკუჩვენებებიაა მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ არის რეკომენდებული ხანგრძლივი გამოყენება შემდეგი მდგომარეობის დროს: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, გამოხატული ოსტეოპოროზი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლიისადმი მიდრეკილება, იცენკო-კუშინგის დაავადება და სინდრომი, III_IV ხარისხის სიმსუქნე, თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, ახლად გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, სახსრების და სახსრების ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფექციური დაზიანებები, ტუბერკულოზი, თვალის ვირუსული (ჰერპესი), სოკოვანი, ჩირქოვანი ინფექციების მწვავე ფორმა (სპეციფიკური თერაპიის არარსებობის დროს), გლაუკომა, მწვავე ფსიქოზი და ფსიქონევროზი, ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი. ვაქცინაციის  წინა და შემდგომი პერიოდი (8 კვირით ადრე  და 2 კვირის განმავლობაში ვაქცინაციის შემდეგ), ლიმფადენიტი ბცჟ აცრის შემდეგ, იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. კუნთში შეყვანა უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურით.  სახსარშიდა შეყვანა: პათოლოგიური სისხლდენა (ენდოგენური ან ანტიკოაგულანტების გამოყენებით გამოწვეული), სახსარშიდა ძვლის მოტეხილობა, ინფექციური ანთებითი პროცესი სახსარში, გამოხატული ოსტეოპოროზი, სახსრის გამოხატული დესტრუქცია და დეფორმაცია, ძვლების ეპიფიზების ასეპტიკური ნეკროზი, წინა  ორი შეყვანის არაეფექტური (ხანმოკლე) მოქმედება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები