იცით დიანე-35-ის რა უკუჩვენებები აქვს?

დიანე-35-ის უკუჩვენებებია: *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ; *ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები; *თრომბოზების არსებობა (ვენური და არტერიული) ამჟამად ან ანამნეზში (მაგ. ქვედა კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის ტოტების თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრო-ვასკულარული დარღვევები); *ამჟამად ან ანამნეზში თრომბოზების წინამორბედი მდგომარეობების არსებობა (მაგ. ტრანზისტორული იშემიური შეტევები, სტენოკარდია); *სისხლძარღვების დაზიანებით მიმდინარე მძიმე შაქრიანი დიაბეტი; *ამჟამად ან ანამნზეში ღვიძლის სიმსივნეების არსებობა (ავთისებიანი და კეთილთვისებიანი); *შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით (მათ შორის ანამნეზში); *პანკრეტატი გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემიით (მათ შორის ანამნეზში); *გაურკვეველი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან; *სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების ჰორმონდამოკიდებული ავთვისებიანი დაავადებები (მათ შორის ანამნეზში); *დადასტურებული ან საეჭვო ორსულობა; *ლაქტაცია პირველი 6 თვის მანძილზხე. თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე პირველად იჩენს თავს დიანე-35-ის მიღებისას, პრეპარატის მიღება მაშინვე უნდა შეწყდეს. საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ამავე დროს ქალმა უნდა გამოიყენოს არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები