იცით დიანორმი MR-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიანორმი MR-ის გვერდითი მოვლენებია: ენდოკრინული სისტემის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემია; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად – გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, ყაბზობა ან დიარეა (როგორც წესი შექცევადი), ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება; სისხლმბადი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში – თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი ან ლეიკოპენია, ანემია (ჩვეულებისამებრ შექცევადი); ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი. აღნიშნული სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ, როგორც წესი, ქრება. 

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები