იცით დიბიგლიმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიბიგლიმის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი ეფექტები:ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად დიბიგლიმსაც® შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა. შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტები •    ალერგიული რეაქცია: გამონაყარი კანზე, სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება ან სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება. •    გაყვითლებას იწყებს კანი და თვალები. რომელიმე მძიმე გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვებლივ ექიმთან ან საავადმყოფოში მიმართვა: ეს ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენებია (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში). შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზება. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები მკურნალობის დროს: არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 100 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    მხედველობის დროებითი პრობლემები; •    ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება (განსაზღვრული სისხლის ანალიზში); •    კანის ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ქავილი, გამონაყარი ან ქავილა გამონაყარი; იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    სისხლის უჯრედების რაოდენობისა და სახეობის შეცვლა; •    სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა (ჰიპოგლიკემია); ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (გვხვდება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში): •    არასიჯანსაღის შეგრძნება ან არაჯანსაღი მდგომარეობა, დიარეა, მუცლის შებერილობა ან ტკივილი; •    კანის ჰიპერმგრძნობელობა გარუჯვის მიმართ; •    სისხლის ნატრიუმის დაბალი დონე (განსაზღვრული სისხლის ანალიზში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები