იცით დიგოქსინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიგოქსინის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატებს, დიგოქსინ სოფარმასაც შეუძლია გვერდითი მოვლენები: ს გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა პაციენტში. გვერდითი მოვლენები: კლასიფიცირებულია სიხშირის და სისტემების მიხედვით: ძალიან ხშირი (რომლებიც ეხება 10-დან 1 ადამიანს); ხშირი (რომელიც ეხება ერთზე ნაკლებს 10-დან  1-ზე მეტამდე 100 ადამიანიდან); არახშირი (რომელიც ეხება ერთზე ნაკლებს 10-დან  1-ზე მეტამდე 1000 ადამიანიდან); იშვიათი (რომელიც ეხება ერთზე მეტს 10000-დან  1-ზე ნაკლებს 1000 ადამიანიდან); ძალიან იშვიათი (რომლებიც ეხება ერთზე ნაკლებს 10000 პაციენტიდან), ერთეული შეტყობინებების ჩათვლით.   აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი მოვლენები: , კლასიფიცირებული სისტემების მიხედვით: გულის დარღვევები ხშირი: გულის რითმის შენელება, გამტარობის მსუბუქი დარღვევები, გულის რითმის დარღვევები; იშვიათი: გამტარობის მაღალხარისხოვანი დარღვევები, რითმის მძიმე დარღვევები.  დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ ძალიან იშვიათი: თრომბოციტების დაბალი მნიშვნელობები. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ ხშირი: თავბრუსხვევა, იშვიათი: თავის ტკივილი. დარღვევები თვალის მხრივ ხშირი: ბუნდოვანი ხედვა ან ხედვა ყვითელ ფერში, მუქი ლაქები.  კუჭ-ნაწლავის დარღვევები ხშირი: გულისრევა, ღებინება, დიარეა. ძალიან იშვიათი: ნაწლავებისთვის სისხლის მიწოდების დარღვევები. დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ ხშირი: დამახასიათებელი კანის გამონაყარი. ფსიქიური დარღვევები არახშირად: დათრგუნვა. ძალიან იშვიათად: არაადეკვატურობა, გონების არევა, აპათია. დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ ძალიან იშვიათი: გინეკომასტია (ხანგრძლივი გამოყენების დროს). ზოგადი დარღვევები და ეფექტი გამოყენების ადგილას ძალიან იშვიათი: სისუსტე, დაღლილობა. ბავშვებში გვერდითი მოქმედების ადრეული სიმპტომები აღინიშნება უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრის – გულის რიტმის აჩქარება ან შენელება.   თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ ხასიათს ან თქვენ შენიშნავთ სხვა, ამ ჩანართ-ფურცელში აღუწერელ გვერდით მოვლენებს, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები