იცით დივიგელს რა უკუჩვენებები აქვს?

დივიგელის უკუჩვენებებია:: *მომატებული მგრძნობელობა ესტრადიოლისა და/ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; *სარძევე ჯირკვლის კიბო (დიაგნოსტირებული, სავარაუდო ან ანამნეზში); *საკვერცხეების, საშვილოსნოსა და ენდომეტრიუმის დიაგნოსტირებული ან სავარაუდო ესტროგენ-დამოკიდებული ავთვისებიანი სიმსივნე. *60 წლამდე ასაკის ქალებში სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების კეთილთვისებიანი წარმონაქმნები (საშვილოსნოს სხეულისა და ყელის კიბო, საშვილოსნოს მიომა, ვულვის კიბო, საკვერცხეების კიბო); *გაურკვეველი ეტიოლოგიის ვაგინალური სისხლდენა და მიდრეკილება საშვილოსნოდან სისხლდენისადმი; *ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია; *ჰიპოფიზის სიმსივნე; *შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, *ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (სალპინგოოფორიტი, ენდომეტრიტი); კლიმაქტერული პერიოდის ჰიპერესტროგენული სტადია; *ვენების სპონტანური თრომბოემბოლიური დაავადება, მათ შორის ანამნეზში. ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, მათ შორის ანამნეზში; თრომბოფლებიტი და მწვავე თრომბოფლებიტი, მათ შორის ანამნეზში; *თანდაყოლიდი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის, დუბინ-ჯონსონისა და როტორის სინდრომი); ღვიძლის სიმსივნე (ჰემანგიომა, ღვიძლის კიბო); *სისხლის მიმოქცევის დარღვევა თავის ტვინში (იშემიური და ჰემორაგიული ინსულტი); * შაქრიანი დიაბეტი, *რეტინოპათია; *ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია; *ცხიმების ცვლის მოშლა; *ქოლესტაზური სიყვითლე ან ძლიერი ქოლესტაზური გენეზის ქავილი (განსაკუთრებით ძლიერდება ორსულობის პერიოდსა და სტეროიდული პრეპარატების მიღების ფონზე); *ოტოსკლეროზი (გამწვავებული ოტოსკლეროზი ორსულობის დროს). *განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს დივიგელის დანიშვნა ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადებები, თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობა, ენდომეტრიოზი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, პორფირია. 65 წლის ასაკის ზევით ქალებში პრეპარატი ნაკლებად გამოიყენება. დივიგელის აპლიკაცია არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე, სახეზე, გენიტალიებსა და კანის გაღიზიანებულ ნაწილებზე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები