იცით დიკლობათს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიკლობათის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დისპეპსია, მეტეორიზმი, აბდომინალური ტკივილი, მელენა, სტომატიტი, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების გამწვავება; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, პანკრეატიტი, ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე. ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, აგზნებადობა, ძილის დარღვევა; იშვიათად – პარესთეზიები, ტრემორი, კრუნჩხვები, მხედველობის დარღვევა.  შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში – პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი. სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია.  ალერგიული რეაქციები: იშვიათად – გამონაყარი კანზე, ქავილი, ცალკეულ შემთხვევებში – სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი. ადგილობრივი რეაქციები: წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები