იცით დიკლოფენაკს რა უკუჩვენებები აქვს?

დიკლოფენაკის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა (მათ შორის ასაპ-ის მიმართ), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გმწვავების ფაზაში), სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, “ასპირინული” ასთმა, სისხლწამოქმნის დარღვევა, ჰემოსტაზის დარღვევა (მათ შორის ჰემოფილია), ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი 12 წლამდე – 50 მგ-იანი ტაბლეტებისთვის, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე – 100მგ-იანი ტაბლეტებისთვის. სიფრთხილით ანემია, ბრონქული ასთმა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, შეშუპების სინდრომი, ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობა, ალკოჰოლიზმი, ნაწლავის ანთებით დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები გაუმწვავებელ ფაზაში, შაქრიანი დიაბეტი, მდგომარეობა დიდი ქირურგიული ჩარევების შემდეგ, ინდუცირებული პორფირია, ხანდაზმული ასაკი, დივერტიკულიტი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები