იცით დიმექსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიმექსის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, დიმექსმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა პაციენტში. შეწყვიტეთ სამკურნალო საშუალების გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სამკურნალო დაწესებულებას, თუ იგრძნობთ ან შენიშნავთ ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა გამონაყარი კანზე, ქავილი, სახისა და ენის შეშუპება. თუ იგრძნობთ გულის რითმის დარღვევას, შარდვის გაძნელებას ან შეკავებას, ხოლო მცირეწლოვან ბავშვებში შენიშნავთ მომატებულ აგზნებასა და გაღიზიანებას, შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს. დიმექსმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვერდითი ეფექტებიც – ზოგადი სისუსტე, დაღლილობა, ყურადღების დაქვეითება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, კოორდინაციის მოშლა, მოუსვენრობა, უძილობა, არტერიული წნევის დაწევა, ცხვირის, პირის ღრუსა და ყელის სიმშრალე, ცხვირის შეგუბება, სუნთქვის გაძნელება, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, ყაბზობა, გარდამავალი მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლისადმი. რომელიმე გვერდითი ეფექტის გამწვავებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები