იცით დინოპროსტს რა უკუჩვენებები აქვს?

დინოპროსტის უკუჩვენებებია: აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება: ბრონქული ასთმა, წყლულოვანი კოლიტის აქტიური ფაზა, ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, გლაუკომა, ჰიპერტონია (160/100 მმ ვწყ.სვ. და მეტი), ეპილეფსია, საშვილოსნზე ადრე ჩატარებული ოპერაციული ჩარევები (საკეისრო კვეთა, საშვილოსნოს მიომის ამოკვეთა). შედარებითი წინააღმდეგჩვენება: გულის უკმარისობა, ასთმური ბრონქიტი, ფილტვების აქტიური ტუბერკულოზი, წყლულოვანი კოლიტი რემისიის ფაზაში, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, საშვილოსნოს თანდაყოლილი მანკები, საშვილოსნოს მიომა. ამ შემთხვევაში უნდა განისაზღვროს, რომელ ჩარევას გააჩნია ნაკლები საფრთხე: დინოპროსტის შეყვანას თუ სხვა ჩარევას (მაგალითად, საშვილოსნოს ღრუს ავსება რივანოლით, sectio parva).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები