იცით დიფლუკანს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დიფლუკანის გვერდითი მოვლენებია: ჩვეულებრივ ავადმყოფები კარგად იტანენ ფლუკონაზოლს. ყველაზე ხშირად ფლუკონაზოლის კლინიკურ და პოსტმარკეტინგულ კვლევებში გამოვლენილია შემდეგი გვერდითი რეაქციები: ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, გემოს შეცვლა; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ტკივილი მუცელში, დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევა, დისპეპსია, ღებინება; ღვიძლის მხრივ: ჰეპატოტოქსიურობა, ლეტალური გამოსავლის იშვიათი შემთხვევების ჩათვლით, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის, ამინოტრანსფერაზების (ალტ, ასტ) დონის მატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, ჰეპატოცელულური ნეკროზი, სიყვითლე. კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: გამონაყარი, ალოპეცია, კანის ექსფოლაციური დაავადებები, სტივენს-ჯონსონის სინდრომის ჩათვლით და ეპიდერმისის ტოქსიური ნეკროლიზი. სისხლის და ლიმფის მხრივ: ლეიკოპენია, კერძოდ, ნეიტროპენია და აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია. იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსია (ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ჭინჭრის ციება, ქავილი). გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ეკგ-ზე QT ინტერვალის გაზრდა, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). მეტაბოლური/ტროფიკული დარღვევები: ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონის მატება პლაზმაში, ჰიპოკალემია. ზოგიერთ პაციენტში, განსაკუთრებით მძიმე დაავადებებით, როგორიცაა შიდსი ან კიბო, ფლუკონაზოლით და მსგავსი პრეპარატებით მკურნალობისას აღნიშნულია სისხლის მაჩვენებლების, ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური პარამეტრების ცვლილება. (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). თუმცა მათი კლინიკური მნიშვნელობა და კავშირი თერაპიასთან არ არის დადგენილი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები