იცით დოლო-დენკის გელს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოლო-დენკის გელის გვერდითი მოვლენებია: ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად დოლო-დენკ გელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ მოყვანილი ცხრილი გამოიყენება გვერდითი რეაქციების კლასიფიკაციისთვის: ჩასასმელია ცხრილი ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა სიწითლე, ქავილი, წვის შეგრძნება, გამონაყარი, მათ შორის პუსტულების და ბუშტუკების განვითარება. იშვიათად დოლო-დენკ გელმა შესაძლებელია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა ან ადგილობრივი ალერგიული რექციები (კონტაქტური დერმატიტი). თუ დოლო-დენკ გელი გამოიყენება კანის დიდ ფართობზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მაშინ არ არის გამორიცხული არასასურველი ეფექტის გამოვლინება, რომელიც მოქმედებს ზოგიერთი ორგანოზე ან მთლიანად მთელ ორგანიზმზე, რაც ვითარდება კონკრეტულ შემთხვევაში ეტოფენამატის შემცველი პრეპარატების სისტემატიური მიღებისას.  თუ პაციენტი შენიშნავს რომელიმე გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ინსტრუქციაში, უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები