იცით დონეპეზილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დონეპეზილის გვერდითი მოვლენებია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუნთეზის სპაზმი, დაღლილობა, ანორექსია. საერთო ხასიათის: თავის ტკივილი, დაღლილობა, ცხელება, სახის შეშუპება. კარდიოვასკულური სისტემის მხრივ: ჰიპერტენზია ან ვაზოდილატაცია, წინაგულების ფიბრილაცია, ჰიპოტენზია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის ბლოკადა, სტენოკარდია, გულის უკმარისობა, თრომბოზები, ტაქიკარდია. გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ: დიარეა, სისხლდენა, მეტეორიზმი, ეპიგასტრიუმში ტკივილი, გასტროენტერიტი, ქოლელითიაზი, ყელის ტკივილი, ბუასილი, პოლიდიფსია, სიყვითლე, მელენა, წყლულოვანი დაავადება. ენდოკრინული სისტემის მხრივ: შაქრიანი დიაბეტი, ჩიყვი. მეტაბოლური დაავადების დროს: დეჰიდრატაცია, პოდაგრა, ჰიპოკალიემია, კრეატინოკინაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მომატება, ჰიპოგლიკემია, წონის მომატება. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მოტეხილობა, კუნთების სისუსტე, კუნთების ფასციკულაცია. ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, ძილიანობა, დეპრესია, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები, ტრემორი, პარესთეზია, აჟიტირება, აგრესია, ატაქსია, ლიბიდოს ზრდა, მოუსვენრობა, აფაზია, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური ინსულტი, ნევრალგია, ჰიპოკინეზია, ნეიროდერმატიტი, ლოკალური დაბუჟება, დიზართრია, დისფაზია, ლიბიდოს დაქვეითება, მელანქოლია, ნისტაგმი. რესპირატორული სისტემის მხრივ: ქოშინი, ყელის ტკივილი, ბრონქიტი, ეპისტაქსისი, პნევმონია, ჰიპერვენტილაცია, ფილტვების შეშუპება, ჰიპოქსია, ფარინგიტი, ფილტვის ატელექტაზი, ძილში აპნოე. კანის მხრივ: პრურიტუსი, დიაფორეზი, ურტიკარია, დერმატიტი, ერითემა, კანის შეფერილობა, ჰიპერკერატოზი, ალოპეცია, სოკოვანი დერმატიტი, ჰერპეს ზოსტერი, ჰირსუტიზმი, სტრიები, ღამის ოფლიანობა, წყლული. მგრძნობელობის მხრივ: კატარაქტა, თვალების გაღიზიანება, მხედველობის დაბინდვა, თვალის სიმშრალე, გლაუკომა, შუილი ყურებში, ბლეფარიტი, სმენის დაქვეითება, რეტინალური და კონიუნქტივაში სისხლჩაქცევები, ოტიტი, მხედველობითი დარღვევა. უროგენიტალური ტრაქტის მხრივ: შარდის შეუკავებლობა დღისით და ღამე, დიზურია, ჰემატურია, მეტრორაგია, ცისტიტი, ენურეზი, პროსტატის ჰიპერტროფია, პიელონეფრიტი, სარძევე ჯირკვლის ფიბროადენოზი და ფიბროცისტოზი, მასტიტი, პიურია, თირკმელების უკმარისობა, ვაგინიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები