იცით დოქსეპინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსეპინის გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა, აფტოზური სტომატიტი, შარდის შეკავება, სხეულის წონის დაქვეითება, მომატებული ოფლიანობა, შეციება, საერთო სისუსტე, სახის ჰიპერემია, თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ძილიანობა, დეზორიენტაცია, ჰალუცინაციები, პარესთეზიები, ატაქსია, ექსტრაპირამიდული დარღვევები, კრუნჩხვები, გვიანი დისკინეზია ტრემორი, ჰიპოტენზია ან ჰიპეტენზია, ტაქიკარდია, ალერგიული რეაქციები – კანზე გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, ეოზინოფილია, იშვიათად – ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია; ლიბიდოს მომატება და/ან დაქვეითება, სათესლე ჯირკვლების შეშუპება, გინეკომასტია (მამაკაცებში), სარძევე ჯირკვლების ზომაში მომატება, გალაქტორეა (ქალებში), სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება, ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის არაადექვატური სინდრომი, სიყვითლე, ალოპეცია, ბრონქული ასთმის მიმდინარეობის გაუარესება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები