იცით დოქსიციკლინუმი TZF-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსიციკლინუმი TZF-ის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენები: როგორც ყველა პრეპარატმა, დოქსიციკლინუმი თძF-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, რომელიც გამოწვეულია სისხლის უჯრედების დაშლით, თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება, ზოგიერთი სახის ლეიკოციტის რაოდენობის შემცირება, ჰემის სინთეზის დარღვევა (პორფირია), სისხლში ზოგიერთი ეოზინოფილის რაოდენობის მომატება – აღინიშნება იშვიათად. დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მკვეთრად განვითარებული სახის ერითემა, ძალიან იშვიათად აღინიშნა ყიფლიბანდის დაჭიმულობა ახალშობილებში, ასევე ზომიერად გამოხატული ქალაშიდა წნევის მომატება ბავშვებში და მოზრდიელბში თერაპიული დოზების მიღებისას. მომატებული წნევის სიმპტომები არის მხედველობის დარღვევა (“წერტილები” თვალების წინ, დიპლოპია.)   დარღვევები ყურის და ლაბირინთის მხრივ: ხმაური ყურებში. დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: უმადობა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, მუცლის ტკივილი, გლოსიტი, ყლაპვის გაძნელება, საყლაპავის დაწყლულება, ენტერიტი, ანთებითი პროცესები უკანა ტანის მიდამოში. ეს გვერდითი მოვლენები: ხშირად ზომიერადაა გამოხატული და პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ქრება. დარღვევები თირკმლების და შარდის გამომყოფი გზების მხრივ: სისხლში შარდოვანას კონცენტრაციის მომატება. ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ: შრატისმიერი დაავადების სიმპტომები, სისხლძარღვოვანი შეშუპება (შეშუპება ლოკალიზებულია ყველაზე ხშირად სახის ან ყელის არეში, რომელიც შესაძლოა საშიში იყოს სიცოცხლისათვის), ანაფილაქსიური პურპურა, ჰიპოტონია, ქოშინი, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, პერიკარდიტი, ანაფილაქსიური შოკი (მძიმე ალერგიული რეაქცია). დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის მძიმე რეაქციები (დესქვამატოზური დერმატიტი, მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ეპიდერმისის ტოქსიკო-კოლიკვასიური ნეკროზი). ენდოკრინული დარღვევები: ტეტრაციკლინის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში, აღინიშნება ფარისებრი ჯირკვლის ყავისფერ-შავი შეღებვა, რაც არ ახდენს გავლენას მის ფუნქციაზე. დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი, კბილების განვითარების დარღვევა, ემალის შეღებვა. ინფექციები და პარაზიტული დაავადებები: ანტიბიოტიკით მკურნალობის ხანგრძლივი, ან განმეორებითი კურსისას, შეიძლება განვითარდეს კანის ან ლორწოვანი გარსის ადგილობრივი ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატისადმი მდგრადი ბაქტერიებით, ან სოკოებით, რაც ვლინდება: უკანა ტანის ქავილით, პირის ღრუს და ენის, გარეთა სასქესო ორგანოების და საშოს ლორწოვანი გარსის ანთებით. ასევე აღინიშნება ფსევდომემბრანული კოლიტი და სტაფილოკოკური ენტერიტი და კოლიტი. პრეპარატის შეყვანის ადგილზე ზოგადი დარღვევები და რეაქციები: ცუდი თვითშეგრძნება. დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ: ღვიძლის ფერმენტების უმნიშვნელო, გარდამავალი მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, სიყვითლე, პანკრეატიტი – აღინიშნება ძალიან იშვიათად.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები