იცით დოქსორუბინს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დოქსორუბინის გვერდითი მოვლენებია: მკურნალობის დოზა-შემზღუდველ ტოქსიკურ ეფექტებს წარმოადგენს მიელოსუპრესია და კარდიოტოქსიკურობა. მიელოსუპრესია მოიცავს გარდამავალ ლეიკოპენიას, ანემიას და თრომბოციტოპენიას, რომლის პიკიც აღინიშნება მკურნალობის დაწყებიდან 10-14 დღის შემდეგ.  კარდიოტოქსიკურობა შეიძლება გამოვლინდეს არითმიის სახით უშუალოდ მკურნალობის დაწყების შემდეგ. ეკგ-ს ცვლილებები მოიცავს T კბილის გასწორებას და S-T სეგმენტის დეპრესიას, რაც შეიძლება გაგრძელდეს მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში. კარდიომიოპათიის რისკი იზრდება 550 მგ/მ²-ზე მეტი კუმულაციური დოზის მიღების შემდეგ. ასაკი 70 წლის ზემოთ და 15 წლის ქვემოთ ითვლება რისკ-ფაქტორად. აგრეთვე გამოვლინდა, რომ კომბინირებული ან ადრე ჩატარებული მკურნალობა მიტომიცინ ჩ-თი, ციკლოფოსფამიდითან დაკარბაზინით აძლიერებს დოქსორუბიცინით გამოწვეულ კარდიომიოპათიას. კარდიოტოქსიკურობა შესაძლებელია გამოვლინდეს დოქსორუბიცინის მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. სხვა გვერდითი მოვლენებია: ალოპეცია, რაც უკუშექცევადია; კუჭ-ნაწლავის დარღვევები, მათ შორის გულისრევა, ღებინება და ფაღარათი. მუკოზიტი (სტომატიტი ან ეზოფაგიტი) შეიძლება განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან 5-10 დღის შემდეგ. იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ალერგიული რეაქციები, როგორიც არის ცხელება, ურტიკარია და ანაფილაქსია. დოქსორუბიცინი იწვევს და აძლიერებს ნორმალური ქსოვილების რეაქციას დასხივების მიმართ. აგრეთვე გვიანი რეაქციები შეიძლება განვითარდეს თუ დოქსორუბიცინი დაინიშნება დასხივებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ. ძალიან სწრაფი ინექციისას შესაძლებელია განვითარდეს სახის წამოწითლება. აგრეთვე გამოვლინდა თრომბოფლებიტის და კონიუქტივიტის შემთხვევები. აგრეთვე გამოვლინდა ღვიძლის ფერმენტების დონის მცირე და გარდამავალი მომატება. ერთდროულად ჩატარებულმა ღვიძლის დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ჰეპატოტოქსიურობა, რაც შემდგომ შეიძლება პროგრესირდეს ციროზამდე. შარდის ბუშტში შეყვანისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:ჰემატურია, შარდის ბუშტის და შარდსაწვეთის გაღიზიანება, მტკივნეული შარდვა და პოლაკიურია. აღნიშნული რეაქციები ჩვეულებრივ არის ზომიერი ხარისხის და ხანმოკლე. დოქსორუბიცინის ინტრავენურმა გამოყენებამ ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ჰემორაგიული ცისტიტი. ეს თავის მხრივ გამოიწვევს შარდის ბუშტის ტევადობის შემცირებას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები