იცით დროპერიდოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

დროპერიდოლის გვერდითი მოვლენებია: საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია, რომლებიც ყოველგვარი მკურნალობის გარეშე მალევე ქრება. შესაძლებელია დისფორია, ოპერაციის შემდგომ პერიოდში ძილიანობა, და პირიქით პრეპარატის დიდ დოზებში გამოყენებისას – მოუსვენად ყოფნა, მოტორული აგზნება, შიში. იშვიათად ადგილი აქვს ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს, რომელთა კუპირებისათვის საჭიროა ანტიქოლინერგული საშუალებების გამოყენება. იშვიათად აღინიშნება ანაფილაქსიური რეაქციები, თავბრუსხვევა, კანკალი, ლარინგოსპაზმი, ბრონქოსპაზმი. იშვიათად, დროპერიდოლისა და ფენტანილის ან სხვა ანალგეტიკებთან დროპერიდოლის კომბინაციის დროს, მათი პარენტერალური შეყვანისას, ადგილი აქვს ჰიპერტენზიას. ზოგიერთ შემთხვევებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში შესაძლებელია ჰალუცინაციების და დეპრესიების განვითარება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები