იცით ეგილოკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეგილოკის გვერდითი მოვლენებია:  მეტოპროლოლი, ჩვეულებრივ, კარგად აიტანება პაციენტის მიერ. გვერდითი მოვლენები სუსტი და შექცევადია. ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენები რეგისტრირებულია კლინიკურ კვლევებში და მეტოპროლოლის თერაპიული გამოყენების დროს. ზოგიერთ შემთხვევაში არასასურველი მოვლენების კავშირი პრეპარატის მიღებასთან არასარწმუნოა. ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, იშვიათ შემთხვევებში – დეპრესია, ძილიანობა, უძილობა, ღამის კოშმარები, ემოციური დაძაბულობა, სქესობრივი ფუნქციის დარღვევა; ძალიან იშვიათად – მეხსიერების დარღვევა და გაბრუება. გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის მხრივ: ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება), ორთოსტატიული ჰიპოტენზია, კიდურების გაცივება, გულის ფრიალი, იშვიათად გულის ტკივილი, არითმია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ფაღარათი, ყაბზობა, იშვიათად ღებინება, პირის სიმშრალე, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. კანი: გამონაყარი, ოფლიანობა, იშვიათად ფოტო სენსიბილიზაცია, პროგრესირებადი ფსორიაზი. სასუნთქი სისტემის მხრივ: დისპნოე. მგრძნობელობითი ორგანოები: იშვიათად მხედველობის დარღვევა, ხმაური ყურებში. წონაში მომატება; ძალიან იშვიათად სახსრების ტკივილი. პრეპარატ ეგილოკის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი ზემოჩამოთვლილი მოვლენებიდან რომელიმე მათგანი აღწევს კლინიკურად მნიშვნელოვან ინტენსივობას, ხოლო მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა ზუსტად შეუძლებელია.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები