იცით ეგისტროზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ეგისტროზოლის უკუჩვენებებია: არ გამოიყენოთ ეგისტროზოლი შემდეგ შემთხვევაში: -თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ანასტროზოლის ან პრეპარატი ეგისტროზოლის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხილეთ ნაწილი 2,,მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატი ეგისტროზოლის ზოგიერთ კომპონენტზე’’ და ნაწილი 6,,პრეპარატი ეგისტროზოლის შემადგენლობა’’). -თუ თქვენ ხართ პრემენოპაუზის მდგომარეობაში; – თუ თქვენ ხართ ორსულად; – თუ ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე; – თუ თქვენ გაქვთ მძიმე დაავადებები ან დარღვევები, რომლებიც მოქმედებენ ღვიძლზე ან თირკმელებზე; – თუ თქვენ იღებთ ტამოქსიფენს (იხილეთ ნაწილი 2,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’); – თუ თქვენ იღებთ ესტროგენის შემცველ პრეპარატებს, მაგალითად, ჩანაცვლებითი ჰორმონალური თერაპიის მიზნით (იხილეთ ნაწილი 2,,სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება’’);  პრეპარატი ეგისტროზოლის გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს ეგისტროზოლი არ გამოიყენება ბავშვებში ან ქალებში პრემენოპაუზის მდგომარეობაში. შეამოწმეთ, ხომ არ გეხებათ ან გეხებოდათ ქვემოთ ჩამოთვლილი განსაკუთრებული მითითებებიდან ერთ-ერთი. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს: – თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებულები, რომ გაიარეთ მენოპაუზის მდგომარეობა. ექიმმა უნდა გააკონტროლოს ჰორმონების დონე თქვენს ორგანიზმში; – თუ თქვენ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ ნებისმიერი დარღვევა, რომელიც მოქმედებს ძვლების სიმტკიცეზე. ანასტროზოლი ამცირებს ქალის სასქესო ჰორმონების დონეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძვლებში მინერალური ნივთიერებების კარგვა და შეამციროს მათი სიმტკიცე. შესაძლებელია, რომ მკურნალობის მსვლელობისას მოგიწიოთ ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის განსაზღვრა. ძვლების სისუსტის თავიდან აცილების მიზნით და სამკურნალოდ ექიმი მოგცემთ სამკურნალო საშუალებას. – თუ თქვენ იღებთ ლუტეინიზირებული ჰორმონის ანალოგს (სარძევე ჯირკვლის კიბოს, ზოგიერთი გინეკოლოგიური დაავადების და უნაყოფობის, მაგალითად, გოსერელინის სამკურნალო პრეპარატებს). არ იყო ჩატარებული კვლევები ანასტროზოლის და ლუტეინიზირებული ჰორმონების ანალოგების ერთდროული გამოყენების შესახებ.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები