იცით ედირექსი-სანოველს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ედირექსი-სანოველის გვერდითი მოვლენებია: ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება (მსუბუქიდან, გამოხატულ ჰიპოგლიკემიამდე) – შემთხვევათა 1%-ში პლაცებოს მიღებისას, 2%-ში _ პიოგლიტაზონის სულფანიშარდოვანას წარმოებულებთან კომბინაციაში მიღებისას, 5%-ში – პლაცებოს ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 8%-ში _ 15 მგ პიოგლიტაზონის ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას, 15%-ში _ 15 მგ პიოგლიტაზონის 30 მგ ინსულინთან კომბინაციაში მიღებისას; შეშუპება; 4.8% – მონოთერაპიისას, 15.3% – ინსულინთან კომბინაციისას. სისხლისწარმომქმნელი სისტემის მხრივ: 1-1.6% _ ანემია; 2-4% _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის შემცირება. ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: რეგისტრირებულია ალტ-ს ≥ 3-ჯერ მომატების (0.25%) შემთხვევები, რომლებიც შექცევადია და დაკავშირებული არ არის პიოგლიტაზონის მიღებასთან. აღინიშნა კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) დონის დროებითი მომატების იშვიათი შემთხვევები, რომლებსაც არ ჰქონდა კლინიკური შედეგები და მათი კავშირი პიოგლიტაზონის მიღებასთან დადგენილი არ არის. გაუთვალისწინებელი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები