იცით ენალაპრილს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენალაპრილის გვერდითი მოვლენებია: ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში: მოსალოდნელია თავბრუ, თავის ტკივილი, დაღლილობა. იშვიათად დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – ძილის დარღვევა, ნერვიულობა, დეპრესია, წონასწორობის დარღვევა (შექანება), პარესთეზიები ყურებში შუილი. სისხლის მიმოქცევის სისტემაში: მოსალოდნელია ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, გულის წასვლა (სინკოპე), გულის ფრიალი, ტკივილი გულის არეში; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – ალები. მომნელებელ სისტემაში: გულისრევა; იშვიათად – პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა, ღვიძლის ფუნქციური მოშლილობა, ღვიძლის ტრანსამინაზების გააქტივება და ბილირუბინის მომატებული კონცენტრაცია სისხლში, ჰეპატიტი, პანკრეატიტი; უიშვიათესად, დიდი დოზით მიღების შემთხვევაში – გლოსიტი. ნივთიერებათა ცვლაში: ჰიპერკალიემია. სისხლის წარმომქნელ სისტემაში: იშვიათად  – ნეიტროპენია, აუტოიმუნური დაავადებების დროს – აგრანულოციტოზი. შარდის გამომყოფ სისტემაში: თირკმლის ფუნქციური მოშლილობა, პროტეინურია. სუნთქვის ორგანოთა სისტემაში: მოსალოდნელია მშრალი ხველება. რეპროდუქციულ სისტემაში: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში – იმპოტენცია. დერმატოლოგიური რეაქციები: უიშვიათესად, მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში – გამელოტება. ალერგიული რეაქციები: იშვიათად – კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება. სხვა: იშვიათად – სპაზმი კუნთებში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები