იცით ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5-ის რა უკუჩვენებები აქვს?

ენა-ჰქთ-დენკი 20/12.5-ის უკუჩვენებებია: ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5 უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში: – ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ენალაპრილის ან სხვა ნებისმიერი აგფ ინჰიბიტორის, ჰიდროქლოროთიაზიდის ან სხვა თიაზიდების, სულფონამიდების ან ენა+ჰცტ-დენკი 20/12,5-ში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ; – თუ აგფ ინჰიბიტორის მიღების შემდეგ გამოვლინდა ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიც არის: სახის, ტუჩების, ენის და/ან ხახის უეცარი შესიება, ასევე შესაძლებელია ხელ-ფეხის შესიება (ანგიოედემა), რასაც თან ახლავს ყლაპვის გაძნელება და ქოშინი;  – თუ ოჯახის ანამნეზში აღინიშნება ანგიოედემის შემთხვევა ან პაციენტის ანამნეზში ოდესმე გამოვლენილა უცნობი მიზეზით გამოწვეული ანგიოედემა; – პაციენტს აღენიშნება თირკმლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა; – პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევა; – ორსულობა (შესაბამისად რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა ორსულობის ტესტის ნეგატიური პასუხის მიღების შემდეგ უნდა დაიწყონ მკურნალობა და გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტიული საშუალებები). – ლაქტაციის პერიოდი (შესაბამისად მკურნალობის დაწყებამდე უნდა შეწყდეს ბავშვის ბუნებრივი კვება).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები