იცით ენფექციას რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ენფექციას გვერდითი მოვლენებია:  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, აღწერილი ფსევდომემბრანოზული კოლიტის შემთხვევები. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ჰემოლიზური ანემია, ლეიკოპენია. ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია. უკუჩვენებები: *მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინის ანტიბიოტიკების მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია: ენფექცია, სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში და ლაქტაციის პერიოდში. ექსპერიმენტულ კვლევებში პრეპარატის ემბრიოტოქსიური და ტერატოგენული ეფექტი არა დადგენილი. განსაკუთრებული მითითებები: *პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები