იცით ეროგრას რა უკუჩვენებები აქვს?

ეროგრას უკუჩვენებებია: –              პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა; –              სილდენაფილი აძლიერებს ნიტრატების ჰიპოტენზიურ ეფექტს, რის გამოც მისი მიღება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებიც მუდმივად ან პერიოდულად იღებენ აზოტის ოქსიდის დონატორებს, ორგანულ ნიტრატებს ან მის შემცველ პრეპარატებს; –              პრეპარატი არ არის გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის პირებისათვის;  –              პრეპარატი არ არის გათვალისწინებული ქალებისათვის.  ეროგრა განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სასქესო ასოს ანატომიური დეფექტით (მათ შორის ანგულაცია, კავერნოზული ფიბროზი, პეირონის დაავადება), ისეთი დაავადებებით, რომლებიც ხელს უწყობენ პრიაპიზმის განვითარებას (ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია, მრავლობითი მიელომა, ლეიკოზი, თრომბოციტემია), ასევე, სისხლდენით მიმდინარე დაავადებების დროს,  კუჭის წყლულის გამწვავების ფაზაში, თანდაყოლილი პიგმენტური რეტინიტის დროს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები