იცით ეტაციზინს რა უკუჩვენებები აქვს?

ეტაციზინის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიოკარდიუმის გამტარებლობის დარღვევა, II ხარისხის სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა; მარცხენა პარკუჭის გამოხატული ჰიპერტროფია; პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი; კარდიოგენული შოკი; არტერიული ჰიპერტენზია; გულის ქრონიკული უკმარისობა (II-III ფუნქციური კლასი); ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ორსულობა; ლაქტაცია; ბავშვთა ასაკი 18 წლამდე; ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები