იცით ეტოპოზიდს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეტოპოზიდის გვერდითი მოვლენებია:  სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია (გრანულოციტების რაოდენობის მაქსიმალური დაქვეითება აღინიშნება 7-14 დღეს, რომელიც აღდგება 20-22-ე დღეს), ანემია. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება; იშვიათად ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, ანორექსია, დიარეა. არსებობს მონაცემები სტომატიტის წარმოშობის შესახებ; შესაძლებელია ბილირუბინის დონის, ასპარაგინტრანსფერაზისა და ტუტე ფსოფატაზას აქტივობის მომატება. ნერვული სისტემის მხრივ: პერიფერიული ნეიროპათია. გულ-სისხლმძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტონია; არსებობს ცალკეული შემთხვევები მიოკარდიუმის ინფარქტის და კარდიოტოქსიკურობის განვითარების შესახებ. თირკმელების მხრივ: პლაზმაში შარდოვანასა და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება. ალერგიული რეაქციები: შემცივნება, სხეულის ტემპერატურის მომატება, ბრონქოსპაზმი. სხვადასხვა: შექცევადი ალოპეცია (66%); მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში – სეპტიცემია დისფაგია, გარდამავალი სიბრმავე. არსებობს მონაცემები ცალკეულ შემთხვევებში სხივური დერმატიტის განვითარების შესახებ. ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ფლებიტი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები