იცით ეფექტი Cს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ეფექტი C-ის გვერდითი მოვლენებია: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, გასტრალგია, დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა; შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ თირკმლის ფუნქციის დარღვევა; სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ხანგრძლივი მიღებისას _ რკინადეფიციტური ანემია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება; ნერვული სისტემის მხრივ: ხანგრძლივი მიღებისას _ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, მხედველობისა და სმენის დარღვევა, უძილობა, ასთენია; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება; სხვა: ხანგრძლივი მიღებისას _ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, რეის სინდრომი ბავშვებში, მეტაბოლური აციდოზი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები