იცით ექსემესტანი ჯენეფარმს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექსემესტანი ჯენეფარმის გვერდითი მოვლენებია: როგორც ყველა პრეპარატმა, ექსემესტან/ჯენეფარმის ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ზოგადად, თქვენი პრეპარატი კარგად აიტანება და შემდეგი გვერდითი ეფექტები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ექსემესტან/ჯენეფარმით და ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ბუნებისაა. გვერდითი ეფექტების უმრავლესობა დაკავშირებულია ესტროგენების ნაკლებობასთან (მაგ. “ცხელი” სიწითლე). ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 10-იდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): – ძილის გაძნელება -თავის ტკივილი -“ცხელი” სიწითლე – საერთო სისუსტე – მომატებული ოფლიანობა – კუნთების და სახსრების ტკივილი (ოსტეოართრიტის, ზურგის ტკივილის, ართრიტის და სახსრების დაჭიმულობის ჩათვლით) – დაღლილობა ხშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 100-იდან 1-10 შემთხვევაში) -მადის დაკარგვა – დეპრესია – თავბრუსხვევა, მაჯის “გვირაბის” სინდრომი (ჩხვლეტის შეგრძნების, დაბუჟების და ტკივილის კომბინაცია მთელ ხელში ნეკა თითის გარდა) – კუჭის ტკივილი, ღებინება (თვითგრძნობის გაუარესება), შეკრულობა, საჭმლის მონელების დარღვევა, დიარეა – კანის გამონაყარი, თმის ცვენა – ძვლების გათხელება რომელმაც შეიძლება დააქვეითოს მათი ძალა (ოსტეოპოროზი), რომელიც იწვევს მოტეხილობას (გატეხვა ან დასკდომა) ზოგიერთ შემთხვევაში.  – ტკივილი, ხელების და ფეხების შეშუპება არახშირი გვერდითი ეფექტები (აღინიშნება 1000-იდან 1-10 შემთხვევაში): – ძილიანობა – კუნთების სისუსტე თუ ჩატარებული გაქვთ სისხლის ანალიზი, შეიძლება აღინიშნოს ღვიძLის ფუნქციების ცვლილება. შეიძლება აღინიშნოს სისხლის ზოგიერთი უჯრედის რაოდენობის ცვლილება (ლიმფოციტების ან თრომბოციტების), განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ლიმფოპენია (სისხლში ლიფოციტების შემცირებული რაოდენობა). თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ბროშურაში მოცემული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები