იცით ექუიტონს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ექუიტონის გვერდითი მოვლენებია: ამ წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს გამაღიზიანებელი ან ადგილობრივი რეაქციები (როგორიცაა კონიუნქტივიტი, ბლეპარიტი, კერატისი, კორნეალური მგრძნობიარობის შესუსტება). აღნიშნულია ასევე შემდეგი რეაქციები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულისრევა, ბრადიკარდია, მაღალი წნევა, არითმია, ბრონქოსპაზმები, გულის ტკივილი ბრონქიალური ასთმის მქონე პაციენტებში. შესაძლოა ადგილი ექნეს სხვა არასასურველ ეფექტებსაც, რომლებიც ვლინდება ბეტა-ბლოკერების ორალური მიღებისას, მაგ. ატრიო-ვერტიკულარული რეაქციები, რეინაუს ფენომენი, ლიბიდოს შესუსტება. ზოგიერთ პაციენტს აღენიშნა გულსისხლძარღვთა დარღვევები, მაგ. პულსის სიხშირის შემცირება, გულისცემის დარღვევა. ბრონქოსპაზმები აღენიშნა ბრონქოსპასტიკური დაავადებების მქონე პაციენტებს. რეკომენდირებულია, რომ აქ აღნიშნული რომელიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისას, პაციენტმა აცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები