იცით ვალუსალი®-ს რა უკუჩვენებები აქვს?

ვალუსალის უკუჩვენებებია: ადრე არსებული მომატებული მგრძნობელობა კეტოპროფენის, აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატების მიმართ (იბუპროფენი, დიკლოფენაკი, მეთამიზოლი ან ანალგინი, ბუტადიონი და სხვ.), ასევე გელის დამხმარე ნივთიერებების მიმართ.  დაზიანებული კანი ან ანთებითი პროცესი (მაგ., ეგზემა, აკნე, ღია ჭრილობა); გელი არ შეიძლება წაისვათ თვალზე, თვალის გარშემო კანზე და ლორწოვან გარზე. უკუნაჩვენებია ბავშვებისათვის და მოზარდებისათვის (15 წლამდე), რადგან არ არსებობს საკმარისი ცნობები პრეპარატის გამოყენების შესახებ ადამიანთა ამ ასაკობრივ კატეგორიაში.  ორსულობის ბოლო ტრიმესტრი.  თუ პაციენტს აღენიშნება ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან ერთ-ერთი, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები