იცით ვენლაქსორს რა უკუჩვენებები აქვს?

ვენლაქსორის უკუჩვენებებია: – ვენლაფაქსინის და/ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. – მაო –ს (მონოამინოქსიდაზა) ინგიბიტორებთან ერთდროული მიღება (სხვა ჯგუფის პრეპარატებია დეპრესიის სამკურნალოდ). იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მაო-ს ინჰიბიტორის შეცვლა ვენლაქსორით, უნდა იქნას შეწყვეტილი მაო-ს ინჰიბიტორის მიღება, სულ ცოტა, 2 კვირით ადრე ვენლაქსორით მკურნალობის დაწყებამდე; და პირიქით, მაო-ს ინჰიბიტორის გამოყენებამდე 1 კვირით ადრე უნდა შეწყდეს ვენლაქსორით მკურნალობა.  – მძიმე ვენტრიკულური არითმიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში (მაგალითად, გულის მარცხენა პარკუჭის მნიშველოვანი დისფუქნციით, III-IV ფუნქციონალური კლასი NYHA-ს მიხედვით) ან არაკონტროლირებადი ჰიპერტენზის მქონე პაციენტებში.  – ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. – ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. – 18 წლამდე ასაკი.  თუ თქვენ გაგაჩნიათ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ან მდგომარეობებიდან რომელიმე, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები