იცით ვიგანტოლს რა უკუჩვენებები აქვს?

ვიგანტოლის უკუჩვენებებია: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, კალციუმის ნეფროუროლითიაზი, თირეოტოქსიკოზი (ჰიპერმგრძნობელობის ალბათობა), თირკმლის ოსტეოდისტროფია ჰიპერფოსფატემიით, D ჰიპერვიტამინოზი. სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პრეპარატი ათეროსკლეროზის, გულის უკმარისობის, თირკმელების უკმარისობის, სარკოიდოზის და სხვა გრანილემატოზების, ჰიპერფოსფატემიის, ფოსფატური ნეფროუროლითიაზის (მათ შორის ანამნეზში), გულის ორგანული დაზიანებების, ღვიძლის და თირკმელების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპოთირეოზის დროს, ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, D3 ვიტამინის დამატებითი რაოდენობის მიღებისას (მაგალითად, სხვა პრეპარატების შემადგენლობაში).

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები