იცით ვისკალდიქსს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვისკალდიქსის გვერდითი მოვლენებია:  სუსტი თავბრუსხვევა, საჭმლის მონელების დარღვევა, ადვილად დაღლა, ძილის დარღვევა (“კოშმარული” სიზმრები); იშვიათად – კანის რეაქციები, ფსიქიური მოშლილობები (დეპრესია, ჰალუცინაციები), რომლებიც არ მოითხოვენ პრეპარატის მკურნალობის შეწყვეტას. უკუჩვენებები: *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ; *მწვავე გლომერულონეფრიტი, ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მწვავე უკმარისობა; *ჰიპოკალიემიის მძიმე ფორმა; *გულის უკმარისობა, რომელიც არ ექვემდებარება საგულე გლიკოზიდებით მკურნალობას; *ფილტვისმიერი გული, მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადა; *ბრონქული ასთმის შეტევა; *ადისონის დაავადება; *ინჰალაციური ნარკოზი; *ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები