იცით ვიტაპრიმი C-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ვიტაპრიმი C-ს გვერდითი მოვლენებია: ნერვული სისტემის მხრივ: მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – თავის ტკივილი, მომატებული აგზნებადობა, უძილობა; საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის ულცერაცია;  გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: კაპილარების განვლადობის დაქვეითება და ქსოვილების ტროფიკის დარღვევა, თრომბოზი, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – არტერიული წნევის მატება, მიკროანგიოპათიების და მიოკარდიოდისტროფიის განვითარება; ენდოკრინული სისტემის მხრივ: პანკრეასის ინსულარული აპარატის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია); შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: ზომიერი პოლაკიურია, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – ჰიპეროქსალურია და ნეფროლითიაზი (ოქსალატური კენჭები), თირკმლის გლომერულური აპარატის დაზიანება;  ალერგიული რეაქციები: კანის ჰიპერემია და გამონაყარი; ლაბორატორიული მონაცემების მხრივ: თრომბოციტოზი, ჰიპერპროთრომბინემია, ერითროპენია, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ჰიპოკალიემია, გლუკოზურია; სხვა გამოვლინებები: ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ცხელების შეგრძნება, მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღებისას – ნატრიუმის და სითხის შეკავება, თუთიის და სპილენძის ცვლის დარღვევა.  იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები