იცით ვფენდს რა უკუჩვენებები აქვს?

ვფენდის უკუჩვენებებია: *მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. *ალერგია გალაქტოზაზე. *არ გამიყენება ბავშვებში 12 წლამდე, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში. *შესაბამისად შემდეგი პრეპარატები ამცირებენ ვფენდის კონცენტრაციას პლაზმაში მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში: რიფამპიცინი, ბარბიტურატები, კარბამაზეპინი, რომელიც ფერმენტის ინდუქტორებს წარმოადგენენ და მათი კომბინირება ვფენდთან დაუშვებელია. *ვფენდი, როგორც ფერმენტის ინჰიბიტორი, თავის მხრივ ზრდის სხვა პრეპარატების კონცენტრაციას პლაზმაში: ტაკროლიმუსი, რიფაბუტინი, ტერფენადინი, ასტემიზოლი, ციზაპრიდი, პიმოზიდი და ქინაქინი. მათი კომბინირება დაუშვებელია, ვინაიდან შეიძლება ამან გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალი QT ინტერვალის მკვეთრი გახანგრძლივების გამო. დაუშვებელია აგრეთვე ჭვავის რქის ალკალოიდებთან კომბინირება, ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ერგოტიზმის სიმპტომატიკა.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები