იცით ზივოქსს რა უკუჩვენებები აქვს?

ზივოქსის უკუჩვენებებია: ჰიპერმგრძნობელობა ლინეზოლიდის ან/და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ლინეზოლიდის ერთდროული გამოყენება პრეპარატებთან ერთად, რომლებიც აინჰიბირებენ მონოამინოოქიდაზა A ან B-ს (მაგ. ფენელზინი, იზოკარბოქსაზიდი) აგრეთვე აღნიშნული პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის მონიტორინგის არარსებობისას ლინეზოლიდის დანიშვნა რეკომენდებული არ არის პაციენტებში არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზიით, ფეოქრომოციტომით, თირეოტოქსიკოზით ან/და პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემდეგ პრეპარატებს: ადრენომიმეტური საშUალებები (მაგ. ფსევდოეფედრინი, ფენილპროპანოლამინი, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, დობუტამინი), დოფანომიმეტიკები (მაგ. დოფამინი). ინტენსიური დაკვირვების არარსებობისას პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება განუვითრდეთ სეროტონინული სინდრომი რეკომენდებული არ არის ლინეზოლიდის დანიშვნა კარცინოიდული სინდრომის მქონე პირებში ან/და პაციენტებში, რომლებიც იღებენ შემდეგ პრეპარატებს: სეროტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, 5-HT1 რეცეპტორების აგონისტები (ტრიპტანები), მეპერიდინი ან ბუსპირონი.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები