იცით ზოლედრო-დენკს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზოლედრო-დენკის გვერდითი მოვლენებია: ზოლედრო-დენკმა შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა იგი ყველას არ უვითარდება. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ზომიერი სიმძიმისაა და მალევე ქრება. დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ქვემოთ მითითებული სერიოზული გვერდითი ეფექტების შესახებ: ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალები პაციენტიდან 1-ში): –           თირკმლის სერიოზული დაავადება (ჩვეულებრივ განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ სპეციფიკური სისხლის ანალიზების საფუძველზე);  –           სისხლში კალციუმის დაბალი დონე.   არახშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           პირის, კბილების და ყბის ტკივილი, შეშუპება ან პირში წყლულები, დაბუჟების შეგრძნება ან “ყბაში სიმძიმის შეგრძნება”, ან კბილების ცვენა. ეს შესაძლებელია იყოს ყბის ძვლის დაზიანების (ოსტეოპოროზის) ნიშანი. ნებისმიერი მსგავსი სიმპტომის გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან სტომატოლოგს.  –           არარეგულარული პულსი (წინაგულების ფიბრილაცია) გამოვლინდა პაციენტებში, რომლებიც პოსტ-მენოპაუზური ოსტეოპოროზის გამო მკურნალობდნენ ზოლედრო-დენკით. ამჟამად არ არის ცნობილი იწვევს თუ არა ზოლედრო-დენკი აღნიშნულ არარეგულარულ პულსს. მაგრამ თუ ზოლედრონის მჟავის მკურნალობის შედეგად გამოვლინდება მსგავსი სიმპტომები,  მან უნდა აცნობოსა მკურნალ ექიმს ამის შესახებ;   –           მძიმე ალერგიული რეაქციები: ქოშინი, შეშუპება, ძირითადად სახის და ხორხის;  დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ქვემოთ მითითებული ნებისმერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შესახებ: ძალიან ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ზე მეტ შემთხვევაში): –           ფოსფატის ძალიან დაბალი დონე სისხლში.    ხშირად (ვლინდება ყოველი 10 ნამკურნალევი პაციენტიდან დაახლოებით 1-ში):L –           თავის ტკივილი და გრიპის მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, გულისრევა, სისუსტე, თავბრუსხვევა, შემცივნება, ძვლების, სახსრები და/ან კუნთების ტკივილი. უმეტეს შემთხვევებში განსაკუთრებული მკურნალობის ჩატარება არ არის საჭირო და სიმპტომები ქრება უმოკლეს პერიოდში (რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ).  –           კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება; –           კონიუქტივიტი; –           სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის დაქვეითება (ანემია);  არახშირად (ვლინდება ყოველი 100 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; –           დაბალი ერტერიული წნევა; –           ტკივილი გულ-მკერდის მიდამოში; –           კანის რეაქციები ინფუზიის ადგილას (სიწითლე, შეშუპება), გამონაყარი, ქავილი; –           მაღალი არტერიული წნევა, ქოშინი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ხელებში და ფეხებში ჭიანჭველების ცოცვის და დაბუჟების შეგრძნება, ფაღარათი; –           სისხლის თეთრი უჯრედების და თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება; –           სისხლში კალიუმის და მაგნიუმის დონის დაქვეითება. მკურნალი ექიმი გააკონტროლებს აღნიშნულ მდგომაარეობას და მიიღებს შესაბამის ზომებს. –           ძილიანობა; –           ცრემლდენა და თვალების მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ;  –           უეცარი სიცივის შეგრძნება, გულისწასვლა, სისუსტე ან კოლაფსი; –           სუნთქვის გაძნელება ან ხველა; –           გამონაყარი (ურტიკარია).   იშვიათი გვერდითი მოვლენები: (ვლინდება ყოველი 1000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           დაბალი პულსი; –           გონების დაბინდვა; –           ბარძაყის ძვლის უჩვეულო (ატიპიური) მოტეხილობა. ეს განსაკუთრებით იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იტარებენ ოსტეოპოროზის მკურნალობას. მენჯის, თეძოს ან საზარდულის მიდამოში ტკივილის გამოვლენის შემთხვევაში კონულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, რადგან ეს შესაძლებელია იყოს მოსალოდნელი ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.  ძალიან იშვიათად (ვლინდება ყოველი 10 000 ნამკურნალევი პაციენტიდან 1-ში): –           გულის წასვლა არტერიული წნევის დაქვეითების გამო; –           ძვლების, სახსრების და/ან კუნთების ძლიერი ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში გაუსაძლისი; –           თვალების ტკივილი, სიწითლე და/ან შეშუპება;  რომელიმე გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება გვერდით ეფექტებს, რაც არ არის აღწერილი აღნიშნულ ინსტრუქციაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები