იცით ზოლედრო-დენკს რა უკუჩვენებები აქვს?

ზოლედრო-დენკის უკუჩვენებებია: საჭიროა ექიმის ინსტრუქციის ზუსტად დაცვა. ზოლედრო-დენკით მკურნალობის დაწყებამდე ექიმი ჩაატარებს სისხლის ანალიზს და შემდგომში პერიოდულად გადაამოწმებს მკურნალობის ეფექტურობას.   ზოლედრო-დენკი არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: –           თუ პაციენტი ალერგიულია ზოლედრონის მჟავის, ბისფოსფონატების (ნივთიერებათა ჯგუფი, რომელსაც მიეკუთვნება ზოლედრო-დენკი) ან ზოლედრო-დენკში შემავალი ნებისმიერი ნივთიერების (იხ. პუნქტი 6) მიმართ; –           ლაქტაციის პერიოდი.   სიფრთხილის წესები: ზოლედრო-დენკის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ: –           პაციენტს აქვს ან ანამნეზში აღენიშნება თირკმლის პრობლემები; –           პაციენტს აღენიშნება ტკივილი, შეშუპება ან დაბუჟება ყბის მიდამოში, “ყბაში სიმძიმის შეგრძნება” ან აღინიშნება კბილების ცვენა;  –           სტომატოლოგიური მკურნალობის ან ოპერაციის ჩატარებამდე, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს, რომ იგი მკურნალობს ზოლედრო-დენკით.  65 წელზე უფროსი პაციენტები ზოლედრო-დენკი გამოიყენება 65 წლეზე უფროს პაციენტებში. არ არსებობს მონაცემები, რომ დამატებითი სიფრთხილეა საჭირო მისი მიღებისას.   გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში ზოლედრო-დენკის გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში არ არის რეკომენდებული.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები