იცით ზუმ 25-ს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

ზუმ 25-ის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი ეფექტები ყველა მედიკამენტის მსგავსად, ზუმ-25-საც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები მის მიმართ მომატებული მგრძნობელბის მქონე პაციენტებში. შესაძლო გვერდითი ეფექტები მოყვანილია ქვემოთ გამოვლენის სიხშირის შესაბამისად. ცხრილში მითითებულია რამდენ პაციენტს შეიძლება განუვითარდეს ეს გვერდითი ეფექტები:ჩასასმელია ცხრილი ხშირი გვერდითი ეფექტები:• გულისრევა და/ან ღებინება • ტკივილი ინექციის ადგილას • ანთებითი რეაქცია, სისხლჩაქცევა და სიწითლე (ჰემორაგია) ინექციის ადგილას ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები:• სისხლიანი ღებინება • დაბალი არტერიული წნევა • ცხელება • მხედველობის დაბინდვა • თავბრუსხვევა • ძილიანობა • ძილის დარღვევა • თავის ტკივილი • ანემია • მუცლის ტკივილი • ყაბზობა • საჭმლის მონელების პრობლემები (დისპეფსია) • დიარეა • პირის სიმშრალე • ჰიპერემია • გამონაყარი • დერმატიტი • ქავილი • ჭარბი ოფლიანობა • დაღლილობა • ტკივილი • შემცივნება იშვიათი გვერდითი ეფექტები:• პეპტიური წყლული, სისხლდენა პეპტიური წყლულიდან ან პეპტიური წყლულის პერფორაცია • მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) • გულის წასვლა • სუნთქვის შენელება • ვენების ანთება ან ზედაპირული ვენები (თრომბოზის ფონზე – ზედაპირული თრომბოფლებიტი) • ექსტრასისტოლია • ტაქიკარდია • პერიფერიული შეშუპება (ფეხების და ხელების შეშუპება) • მგრძნობელობის დარღვევები • ცხელება და კანკალი • ხმაური ყურებში (ტინიტუსი) • გამონაყარი ქავილით • სიყვითლე • აკნე • წელის ტკივილი • თირკმლის ტკივილი • ხშირი შარდვა • მენსტრუაციის დარღვევა • პროსტატის დაავადებები • კუნთოვანი რიგიდობა • სახსრების რიგიდობა • კუნთოვანი სპაზმი • ღვიძლის ტესტების დარღვევა, სისხლში გლუკოზის დონის მატება (ჰიპერგლიკემია), სისხლში გლუკოზის დონის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის მატება (ჰიპერტრიგლიცერიდემია), კეტოსხეულების გამოვლენა შარდში (კეტონურია), შარდში ცილები (პროტეინურია) ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:• ანაფილაქსიური რეაქცია (ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია, რომელიც ხშირად კოლაფსს განაპირობებს) • კანის, პირის, თვალის და გენიტალური მიდამოს ლორწოვანი გარსების დაწყლულება (სტივენს ჯონსონის და ლაიელის სინდრომები) • სახის, ტუჩების და ხორხის შეშუპება (კვინკეს შეშუპება) • სუნთქვის უკმარისობა ბრონქოსპაზმის ფონზე • ქოშინი • პანკრეატიტი • ღვიძლის უჯრედების დაზიანება (ჰეპატიტი) • კანის მგრძნობელობის რეაქციები და კანის მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ • თირკმლის დაზიანება • სისხლის თეთრი უჯრედების შემცირება (ნეიტროპენია) • თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია) დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს მკურნალობის დასაწყისში კუჭისმხრივი/ნაწლავური გვერდითი ეფექტების გამოვლენისთანავე (მაგალითად კუჭის ტკივილი, გულძმარვა ან სისხლდენა) ან თუ ოდესმე გქონიათ ისინი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების ფონზე, განსაკუთრებით, თუ ხანდაზმული ასაკის პაციენტი ხართ. შეწყვიტეთ ზუმ-25-ის მიღება კანზე ქავილის, ლორწოვან გარსზე დაზიანებების (პირის ღრუში) ან ალერგიის სიმპტომების გამოვლენისთანავე. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის ფონზე დამახასიათებელია სითხის შეკავება და შეშუპება (განსაკუთრებით კოჭებსა და ფეხებში), არტერიული წნევის მატება და გულის უკმარისობა. ზუმ-25 და მსგავსი მედიკამენტები ასოცირდება გულის ინფარქტის ან ინსულტის განვითარების მცირედი რისკის მედიკამენტებში. სისტემური წითელი მგლურას (კანის დიფუზური დაზიანებით მიმდინარე დაავადება) ან შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებების (იმუნური სისტემის დაავადებები, რომლებიც აზიანებს შემაერთებელ ქსოვილს) მქონე პაციენტებში ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იშვიათად იწვევენ ცხელებას, თავის ტკივილს, კისრის კუნთების რიგიდობას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ზუმ-25-ის მიღების ფონზე აღმოცენდა ან გაუარესდა ანთების სიმპომები.  გვერდითი ეფექტების გაუარესების ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები