იცით თვაისი– HL –ჰუმანითს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თვაისი– HL –ჰუმანითის გვერდითი მოვლენებია:  გვერდითი ეფექტები აღწერილი  ყველა კლინიკურ კვლევაში და  განვითარებული უფრო ხშირად (p ≤0.05) ტელმისარტანი პლუს ჰიდროქლოროთიაზიდთან ერთად, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში  ნაჩვენებია ქვემოთ  ორგანოთა სისტემების მიხედვით. გვერდითი რეაქციები, რომლებიც    ცნობილია, რომ განვითარდა    ცალკეული კომპონენტის შემთხვევაში,   მაგრამ  არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებისას შეიძლება განვითარდეს*** (მედიკამენტის სახელი)-ით მკურნალობის დროს.   გვერდითი რეაქციები  მოცემულია  სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1 / 10); ხშირი (≥1 / 100 <1/10); არცთუ ხშირი  (≥1 / 1000 <1/100); იშვიათი (≥1 / 10000 <1 / 1,000); ძალიან იშვიათად (<1 / 10,000), ცნობილი არ არის (არ შეიძლება ვივარაუდოთ არსებული მონაცემებით). ინფექციები: იშვიათი: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი იმუნური სისტემის დარღვევები: იშვიათი: სისტემური წითელი  მგლურას გამწვავება. მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები: არახშირი: ჰიპოკალიემია; იშვიათი: ჰიპერურიკემია, ჰიპონატრიემია. ფსიქიატრიული დარღვევები: არახშირი: შფოთვა; იშვიათი: დეპრესია. ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი: თავბრუსხვევა; იშვიათი: სინკოპე,   პარესთეზია; იშვიათი: უძილობა, ძილის დარღვევები. მხედველობის დარღვევები: იშვიათად: მხედველობის დარღვევა. ყურის და ლაბირინთის დარღვევები: არახშირი: ვერტიგო.  კარდიალური დარღვევები: ხშირი: ტაქიკარდია, არითმია. სისხლძარღვოვანი დარღვევები: იშვიათი: ჰიპოტენზია, ორთოსტატური ჰიპოტენზია. სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის დარღვევები: იშვიათი: ქოშინი, რესპირატორული დისტრეს (მათ შორის პნევმონიტი და ფილტვების შეშუპება). კუჭ-ნაწლავის დარღვევები: ხშირი: ფაღარათი, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი. იშვიათი: ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, დისპეფსია, გულისრევა, გასტრიტი. ჰეპატობილიარული დარღვევები: იშვიათი: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა / ღვიძლის  პათოლოგია2. კანისა და კანქვეშა ქსოვილის დარღვევები: იშვიათი:  ანგიოედემა (ასევე ფატალური), ერითემა, ქავილი, გამონაყარი, ოფლიანობა, ჭინჭრის ციება. ძვალკუნთოვანი, შემაერთებელი ქსოვილის და ძვლების: არახშირი:  ზურგის ტკივილი, კუნთების სპაზმი, მიალგია; იშვიათი: ართრალგია, კუნთების კრუნჩხვები,  კიდურების ტკივილი. რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: არახშირი: ერექციის დისფუნქცია. ზოგადი დარღვევები: არახშირი: ტკივილი გულმკერდის არეში; იშვიათი:                                                                                       გრიპისმაგვარი დაავადება, ტკივილი. ლაბორატორიული მაჩვენებლები: არახშირი: შარდმჟავას მომატება, იშვიათი:სისხლში კრეატინინის მომატება,  ფოსფოკინაზას მომატება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები