იცით თიროზოლს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

თიროზოლის გვერდითი მოვლენებია: გვერდითი მოვლენების სიხშირე ფასდება შემდეგნაირად: ძალიან ხშირი: ≥1/10 ხშირი: ≥1/100, <1/10 არცისე ხშირი: ≥1/1000, <1/100 იშვიათი: ≥1/10000, <1/1000 ძალიან იშვიათი: <1/10000 სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ: არცისე ხშირად: აგრანულოციტოზი. Mმისი სიმპტომები (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”) შესაძლებელია განვითარდეს მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის და თვის შემდეგაც და აუცილებელი გახდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ძალიან იშვიათად: გენერალიზებული ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია, პანციტოპენია. ენდოკრინული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: ინსულინის აუტოიმუნური სინდრომი ჰიპოგლიკემიით. ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად: გემოს შეგრძნების შექცევადი ცვლილებები, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: ნევრიტი, პოლინეიროპათია. ღვიძლის და სანაღვლე გზების დარღვევები: ძალიან იშვიათად: სიყვითლე და ტოქსიური ჰეპატიტი. კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად: კანის ალერგიული რეაქციები (ქავილი, სიწითლე, გამონაყარი); ძალიან იშვიათად: კანზე გენერალიზებული გამონაყარი, ალოპეცია, მგლურასმაგვარი სინდრომი. ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილების მხრივ: ხშირად: ართრიტის კლინიკური ნიშნების გარეშე ნელა მიმდინარე არტრალგია. საერთო მგომარეობის გაუარესება და ადგილობრივი რეაქციები: იშვიათად: ტემპერატურის მომატება, სისუსტე, სხეულის მასის კლება.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები