იცით თიროზოლს რა უკუჩვენებები აქვს?

თიროზოლის უკუჩვენებებია: პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული 0 – 3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. –           თიამაზოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; –           თიამაზოლის ან კარბიმაზოლის მიღებით გამოწვეული აგრანულოციტოზი; –           გრანულოციტოპენია (მათ შორის ანამნეზში არსებული); –           მკურნალობის დაწყებამდე არსებული ქოლესტაზი; –           ორსულობისას ლევოთიროქსინის და თიამაზოლის კომბინირებული  თერაპია. თიროზოლი შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, რომელიც დაკავშირებულია გალაქტოზას აუტანლობასთან, ლაქტაზას დეფიციტთან ან გლუკოზო-გალაქტოზას მალაბსორბციის სინდრომთან. სიფრთხილით ინიშნება ძალიან დიდი ზომის ჩიყვის არსებობისას, რომელიც ტრაქეას ავიწროებს (გარდა საოპერაციოდ მზადების პერიოდში მოკლევადიანი თერაპიისას), ღვიძლის უკამრისობისას.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები