იცით იბანდრონის მჟავა სანდოზს რა გვერდითი მოვლენები აქვს?

იბანდრონის მჟავა სანდოზის გვერდითი მოვლენებია: შესაძლო გვერდითი მოვლენები: როგორც ნებისმიერ სხვა პრეპარატებს, მოცემულ პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები: , თუმცა არა ყველა ადამიანში. ნებისმიერი სახის შემდეგი მძიმე გვერდითი მოვლენები: ს აღმოცენებისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს ან მომვლელს, რადგან თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედცინო დახმარება.  ხშირი: (აღმოცენდება 10-დან 1 ადამიანში) •          გრიპის მსგავსი სიმპტომები, მათ შორის ციებ-ცხელება, კანკალი, დისკომფორტის შეგრძნება, ძვლების ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. აცნობეთ ექიმს ან მომვლელს, თუ ეს ეფექტები შეგიქმნით მოოუხერხებლობას ან შენარჩუნდება რამოდენიმე დღის განმავლობაში; •          გამონაყარი. შესაძლებელია ალერგიული რეაქცია პრეპარატზე. არც ისე ხშირი (აღმოცენდება 100-იდან 1 ადამიანში): •          ძლიერი ტკივილი  გულმკერდში, ძლიერი ტკივილი საკვების ან სასმელების გადაყლაპვის დროს, ძლიერი გულისრევა ან ღებინება, გაძნელებული ყლაპვა. თქვენ შეიძლება გქონდეთ საყლაპავი მილის გამოხატული ანთება, სავარაუდოდ დაწყლულებით და მისი სანათურის შევიწროებით. იშვიათი (აღმოცენდება 1000-იდან 1 ადამიანში): •          ქავილი, სახის, ტუჩების, ენის ან ხორხის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა; •          თვალების ტკივილი ან თვალების ანთება; •          ტკივილის, სისუსტის ან დისკომფორტის ახალი შეგრძნებები ბარძაყის, მენჯ-ბარძაყის სახსარის ან საზარდულის არეში. ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის ატიპიური მოტეხილობის ადრეული ნიშნები. ძალიან იშვიათი (აღმოცენდება 10 000-იდან 1-ზე ნაკლებ ადამიანში): •          ტკივილი და დაწყლულება პირის ღრუში და ყბის არეში. ეს შეიძლება იყოს მძიმე დარღვევების ადრეული ნიშნები ყბის მხრიდან (ყბის ძვლის ნეკროზი); •          მძიმე, სიცოცხლისთვის პოტენციურად სახიფათო ალერგიული რეაქიები. სხვა გვერდითი მოვლენები: ხშირი (აღმოცენდება 10-დან 1 ადამიანში): • თავის ტკივილი; • ძმარვა, დისკომფორტი ყლაპვისას, ტკივილი კუჭსა ან მუცელში (შეიძლება განპირობებული იყოს  კუჭის ანთებით), კუჭის მოუნელებლობა, გულისრევა, დიარეა (ფაღარათი); • კუნთოვანი კრუნჩხვები, სახსრების ან კიდურების შებოჭილობა. არც ისე ხშირი (აღმოცენდება 100-იდან 1 ადამიანში): • თავბრუსხვევა; • მეტეორიზმი (აირების დაგროვება, აირების დაშლა ორგანიზმში); • ზურგის ტკივილი; • დაღლილობის და გადაღლის შეგრძნება. იშვიათი (აღმოცენდება 1000-იდან 1 ადამიანში): • თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება (ნაწლავების საწყისი ნაწილის), რაც იწვევს ტკივილს კუჭის არეში; • ჭინჭრის ციება. თუ გვერდითი მოვლენები: ს გამოხატულობა იზრდება ან თავს იჩენს გვერდითი მოვლენები: , რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. ნეტკლინიკა
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. ექიმთა კლუბი 2. ექიმთა და ფარმაცევტთა კონსულტაციები