იცით იბუპარ ფორტეს რა უკუჩვენებები აქვს?

იბუპარ ფორტეს უკუჩვენებებია: არ მიიღოთ სამკურნალო საშუალება იბუპარ ფორტე შემდეგ შემთხვევებში: • მომატებული მგრძნობელობა იბუპროფენის ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. • კუჭის და (ან) თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვვების ფაზაში ან ანამნეზში, პერფორაცია ან სისხლდენა, მათ შორის განვითარებული აასს-ის გამოყენების შემდგომ. • ღვიძლის მძიმე უკმარისობის, თირკმლის მძიმე უკმარისობის ან გულის მძიმე უკმარისობის დროს. • ამჟამად ან ანამნეზში ალერგიის სიმპტომების არსებობისას რინიტის, ჭინჭრის ციების ან ბრონქული ასთმის ფორმით, რომელიც დაკავშირებული იყო აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიღებასთან. • ორსულობის ბოლო ტრიმესტრი. • სხვა ანთებისსაწინააღმდეგო არასტეროიდულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, მათ შორის ცოგ-2-ის სელექტიურ ინჰიბიტორებთან (გვერდითი მოვლენების განვითარების მომატებული რისკი). • ჰემორაგიული დიათეზი.  დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე იბუპარ ფორტეს მიღებისას: არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის, ასევე დაწყლულების ან პერფორაციის განვითარების რისკი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი და რომელთაც წინ უძღვის, ან ყოველთვის არ უძღვის სიმპტომები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის ან წყლულის განვითარებისას, აუცილებელია იბუპროფენის მიღების შეწყვეტა. პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავდებებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა, უნდა აცნობონ ექიმს საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ყველა არატიპიური სიმპტომის შესახებ (განსაკუთრებით სისხლდენის შესახებ), განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. ასეთმა პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატის რაც შეიძლება დაბალი დოზა, მინიმალურად მცირე პერიოდის განმავლობაში.

 

 

გაფრთხილება!
გაეცანით საიტებს: 1. პრეპარატების საძიებლები 2. აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები
თანხლება სოციალურ ქსელებში: 1. მედიკამენტები და სხვა სააფთიაქო საქონელი  2. სამკურნალო პრეპარატები